среда, 19 июля 2017 г.

რეფლექსია- მეცხრე სამუშაო დღე

დღეს ბოლო დღეა ტრენინგის,ჯგუფის წევრებმა წარვადგინეთ ჩვენი პორთფოლიოები,
საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
ტრენერმა მოგვცა უკუკავშირები ჩვენს პრეზენტაციებზე.მოთმინებითა და გულისყურით  მოუსმინა  ყველას.სასიამოვნოა როდესაც საქმე გაქვს  ძლიერ  თავის საქმეში კომპეტენტურ  პიროვნებასთან,რომელიც აგრეთვე გამოირჩევა დიდი ტაქტითა და მოთმინებით.
 ალბათ,ბანალური ვარ , ბევრი მოგისმენიათ ასეთი კომენტარები.. რას იზავ? ამ ბოლოს ჩვენგანაც მოისმინეთ.
-- დიდი მადლობა ბატონო დავით.ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგები იყო.გულიც კი მწყდება,რომ უკვე ბოლო დღეა.ბევრ ,ძალიან ბევრ რამეს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში, თქვენ მე მოტივაცია ამიმაღლეთ
--.დიდი მადლობა და წარმატებები !!! 💥 😔 😐 

суббота, 15 июля 2017 г.

რეფლექსია -მეშვიდე სამუშაო დღე

დღეს განვიხილეთ,როგორ შევქმნათ  სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის.
ტრენერმა  აგვიხსნა და გვიჩვენაროგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობისგაზდისათვის სწავლებისპრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
შევქმენით დოკუმენტები და  მასალები მოსწავლეებისათვის პროექტზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის და სწავლის შეფასებისათვის.
კარგია!!! 

პროექტის პორთფოლიო

воскресенье, 9 июля 2017 г.

რეფლექსია--მეექვსე სამუშაო დღე

დღეს კვლავ შეფასებაზე გვქონდა ტრენინგი,გავეცანით შეფასების მრავალნაირ რუბრიკას.ის გაგვიწევს დახმარებას არა მარტო მოსწავლის შეფასებაში,არამედ დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ, მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომები და შეფასების სტრატეგიები.
ძალიან საინტერესოა, ეს ხომ მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლემ თვითონ შეძლოს თავის სწავლების კონტროლი და რეგულირება.ტრენერმა ბევრი სხვა და სხვა ასევთქვათ ,,ხრიკები" გვასწავლა და აგვიხსნა. საინტერესოდ და მარტივად გვიხსნის, მაგრამ  სამუშაო ბევრია და გარკვევაა საჭირო,მერე კი ... მინდა დავრეგისტრირდე და მეტი შევიტყო Intel-g Education-ის პროექტების შეფასების აპლიკაციის შესახებ.ძალიან საინტერესო რამ ჩანს....აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.

  მარტო მოსწავლეს კი არა,ჩვენც გვანვითარებს,ასეთი სტილის სწავლება, სულ სხვა დონეა !!! ...👍👍
ბრავო !!!

суббота, 8 июля 2017 г.

რეფლექსია - მეხუთე სამუშაო დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებულ შეფასების ფორმები,რამდენიმე თვალსაზრისით:იმისათვის, რომ სწავლის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდეთ სწავლის პროცესის კონტროლის უნარი;ისინი უნდა იყვნენ ჩაბმულნი  სწავლების დაგეგმვაში,სწავლის პროცესის დაძლევის სტრატეგიების შერჩევაში,შეფასების პროცესში,  ნასწავლის  თვითშეფასებაში და თანატოლების უკუკავშირის გაზიარება-მიღებაში. ასეთი სწავლის უნარის მქონე მოსწავლეები თავს წარმატებულ მოსწავლედ  მიიჩნევს და უფრო მოტივირებულს ხდის სწავლისადმი. ხოლო  მთელი ამ პროცესის ფასილიტირებას მასწავლებელი ახდენს.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რესურსები  გაგვაცნო ამ მხვრივ ტრენერმა.
მადლობა!👍👍👍

понедельник, 3 июля 2017 г.

რეფლექსია მეოთხე სამუშაო დღე

განვიხილეთ, განმავითარებელი სტრატეგიების შერჩევა პროექტზე დაფუძნებულ სწავლებისას,მოსწავლეთა ბლოგის შექმნა სწავლის შედეგების  დემონსტრირების მიზნით,სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა და შემდეგ თვითშეფასების ფორმები.
ბევრი საინტერესო და სასარგებლო რჩვები მივიღეთ  ტრენერისაგან ,რაც მთავარია  ჩანს ტრენერის კომპეტენტურობა თავის სფეროში და მისი მზაობა გაგიწიოს დახმარება. ამას ყველაფერს დიდი ტაქტითა და მოთმინებით აკეთებს.
ტრენინგი  საინტერესოდ მიმდინარეობს,როდესაც ტრენერი ხსნის ყველაფერი გასაგები და მარტივი ხდება, მაგრამ  ხვდები აგრეთვე რა ბევრი რამის სწავლაა საჭირო ,რომ....
გავითარდი ადამიანო,თუ არა და...!
- შენს თავს დააბრალე !😏

суббота, 1 июля 2017 г.

რეფლექსია - მესამე სამუშაო დღე

დღეს, დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.ტრენერმა აგვიხსნა თუ როგორ უნდა მოვახდინოთ სტანდარტების გათვალისწინება რათა მივაღწიოთ პროექტით გათვალისწინებულ შედეგს. ხოლო ამისათვის დაგვჭირდება სასწავლო მიზნების დასახვა ,რომლებიც მიმართულების მიმცემი იქნებიან პროექტზე მუშაობისას.გვაჩვენა დამატებითი რესურსები რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მიზნებზე მუშაობისას. სტანდართები და მიზნები კი უნდა იყოს მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირბული და შესაბამისად მათი მამოტივირებელი.
ამ მიდგომას გამოვიყენებ სამომავლოდაც,ის საკმაოდ მოქნილს გახდის პროექტს და პედაგოგსაც სწორად დასმული  აქცენტები კარგი ფასილიტირების საშუალებას მიცემს