суббота, 24 июня 2017 г.

რეფლექსია მეორე სამუშაო დღე

          

განვიხილეთ,მომავალი პროექტების გეგმების მონახაზები. შემდეგ  ტრენერმა გაგვაცნო საიტი სადაც უფრო იოლად შეგვეძლება გვქონდეს წვდომა ესგ-თან.შევქმენით პროექტის პორთფოლი და გადავიტანეთ  დისკზე. აგრეთვე დავიწყეთ სასწავლო პროექტების გეგმების მონახაზე მუშაობა.
განხილვისას ბევრი საინტერესო იდეა გაჟღერდა,ბევრიც იქვე  დაიბადა და განვითარდა.ვფიქრობ ასე ერთობლივად გეგმების განხილვა ბევრ საინტერესო იდეას  გაზიარებს , მოტივაციასაც ამაღლებს და თავდაჯერებულს გხდის.
ესგ ეს საიტი ძალზე მოსახერხებელია და კომფორტული მოხმარებისას, მე მას ყოველთვის გამოვიყენებ  დაგეგმვისას და კოლეგებსაც გავუზიარებ.ვფიქრობ პროექტის ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმებული და გაზიარებული ჯგუფში , მასწავლებლის მიერ ფასილიტირებული ,როგორც  ეს ტრენინგი. 



пятница, 23 июня 2017 г.

რეფლექსია პირველი დღე


                                     
გავეცანით, ელექტრონულ წიგნს, ვიდეო გაკვეთილების გვერდს ,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწავლებისას კომპიუტერთან მუშაობისას და დასახმარებლად.გავეცანით პროექტით სწავლების სტრუქტურას,მის გვერდის გამოყენებას და ერთგვარ გზამკვლევის ფუნქციას ,შევქმენით ბლოგი და განვიხილეთ მისი წარმოებისა და გამოყენების წესები.გავეცანით ნიმუშებს .
ძალიან საინტერესოა, ყოველთვის მინდოდა ამის სწავლება. ბლოგი ხომ ელექტრონული რესურსიც შეიძლება გახდეს და აგრეთვე პორთფოლიოც.მე მას აუცილებლად გავააქტიურებ. და მოსწავლეებსაც შევეცდები ვასწვლო.